11 სექტემბერს, საკრებულოს 2017 წლის 21-ე მოწვევის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ და დამტკიცებულ იქნა დღით წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი. ცვლილებები შევიდა საკრებულოს 2017 წლის დადგენილებებში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე.

სხდომაზე მიღებულ იქნა ორი დადგენილება.